რუსეთის პრეზიდენტობის ორმა კანდიდატმა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, ისინი პუტინს უჭერენ მხარს

რუსეთის პრეზიდენტობის ორმა კანდიდატმა სამშაბათს განაცხადა, რომ ტოვებენ საარჩევნო კამპანიას და ისინი მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერის მოწოდებით გამოვიდნენ.
პარტია „ს საერთო-სახალხო კავშირის“ ლიდერმა სერგეი ბაბურინმა საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ განაცხადა მაშინვე, რაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანა მის მხარდამჭერთა ხელმოწერების სია. რისთვის აგროვებდა ხელმოწერებს, ბაბურინს არ განუმარტავს. მან ამომრჩევლებს მოუწოდა, „გაერთიანდნენ პუტინის კანდიდატურის გარშემო“.
ნაციონალისტ-იმპერიალისტი ბაბურინი 2018 წლის არჩევნებში მონაწილეობდა და მან უკანასკნელი ადგილი დაიკავა. „ეხო მოსკვის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი ამტკიცებს, რომ ამჯერად „მას რბილად ურჩიეს, პრეზიდენტს ერთი პროცენტიც კი არ წაართვას“.
დემოკრატიულ პარტიაში, რომელმაც ადრე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ირინა სვირიდოვას კანდიდატურა წამოაყენა, განაცხადეს, რომ მან ვერ შეძლო აუცილებელი 100 ათასი ხელმოწერის შეგროვება და ამგვარად ტოვებს საარჩევნო კამპანიას. ისიც პუტინის მხარდაჭერის მოწოდებით გამოვიდა.
ამგვარად, დარჩა პრეზიდენტობის ცხრა კანდიდატი. მათგან ოთხი, მათ შორის ვლადიმირ პუტინი, რომელიც მეხუთე ვადით იყრის კენჭს, უკვე დარეგისტრირდა, კიდევ ერთმა – სერგეი მალინკოვიჩმა – ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანა საბუთები. ოთხ კანდიდატს, რომელთა შორისაა ში ომის დასრულების მომხრე ბორის ნადეჟდინი, 31 იანვრის საღამომდე აქვს ვადა, რათა ცესკოში შეიტანოს მათი მხარდამჭერი ხელმოწერები.

ასევე დაგაინტერესებთ