აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს 72 პირი, კიდევ 5-ს ბრალი წარუდგინეს – გელაძე

გელა გელაძის ინფორმაციით, 17 მარტის ღამეს, აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს 72 მოქალაქე. ბრალი წარუდგინეს კიდევ 5-ს. მათგან ნაწილი უკვე ციხეშია, ნაწილს კი პოლიცია ამ დრომდე ეძებს.“დაკავებულებს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდული სამყაროს მხარდაჭერა, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვა და კანონიერი ქურდობა”, – განაცხადა გელა გელაძემ.-ს ცნობით, ბრალდებულები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. ამ პროცესში უკავშირდებოდნენ კანონიერ ქურდებს, მათ შორის ასლან ქობულაძეს და იღებდნენ გადაწყვეტილებებს მოქალაქეებს შორის ფინანსურ ან სხვა სახის დავებზე. ამისთვის ისინი კონფლიქტში ჩართულ მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. ფულის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და მოკვლით ემუქრებოდნენ.დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.რაც შეეხება სპეცოპერაციის დროს დაშავებულ ქალს, რომელსაც, ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ესროლეს, გელა გელაძეს განცხადების გაკეთების დროს ის არ უხსენებია. მას შემდგე რაც მას კითხვა დაუსვეს, გელაძემ თქვა, რომ “არანაირი დაჭრის ფაქტს ადგილი არ ჰქონია”.“საპოლიციო ღონისძიების დროს, გახდა აუცილებელი, რომ მოქმედებაზე გადასულიყო სპეცდანიშნულების რაზმი და შესაბამისად, ფანჯრის ერთ-ერთი მინის ნამსხვრევებისგან მიიღო ქალბატონმა მცირედ დაზიანება”, – განაცხადა გელა გელაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საპატრიარქო: საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება – 18 მარტს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ სამების საპატრიარქო ტაძარში