ევროკავშირი სომხეთში სწრაფი რეაგირების ჯგუფს გააგზავნის ჰიბრიდულ საფრთხეებთან წინააღმდეგობისთვის არჩევნების წინ

ევროკავშირი სომხეთში გააგზავნის სწრაფი რეაგირების ჯგუფს ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლად ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ. ამის შესახებ, სააგენტო „არმენპრესის“ ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.„სომხეთის თხოვნით, ევროკავშირი სომხეთში გაგზავნის სწრაფი რეაგირების ჯგუფს ჰიბრიდულ საფრთხეებთან წინააღმდეგობისთვის ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში დემოკრატიების მდგრადობის მხარდაჭერა კვლავ უმთავრესი ამოცანაა. ჩვენ არ დავტოვებთ სომხეთს მარტო გარე ჩარევის წინაშე. დემოკრატიებს, რომლებიც ზეწოლის ქვეშ არიან, შეუძლიათ ევროპაზე დაყრდნობა“, – განაცხადა კალასმა.მანამდე ევროკავშირის გაფართოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, მართა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის, სომხეთს გამოუყოს 12 მილიონი ევრო ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლად, რომლებიც მოსალოდნელია არჩევნების წინ.სომხეთში საპარლამენტო 2026 წლის 7 ივნისს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები