“სამინისტრომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უცხოეთიდან ექიმების მოწვევაზე” – სოფო ასპანაძე

16
“კავკასიის მედიცინის ცენტრის” დირექტორმა, სოფო ასპანძემ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, თქვა:
პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო, მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ამავდროულად შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები, ფაქტობრივად ისინი ყველანი შეჯერდნენ და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურანლო ღონისძიება არის ადეკვატური და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოვახდინოთ დაკვირვება ყველა პარამეტრის და მაქსიმალურად შეთანხმებულად ვიაროთ პატრიარქის ჯანმრთელობის მართვის საკითხებში.
რა ტქმა უნდა, პაციენტს უტარდება ყოველსაათობრივად ანალიზი, კრიტიკულ მედიცინის დეპარტამენტში მოთავსებულ პაციენტებს ზოგადად გაცილებით ინტენსიურად უტარდებათ ანალიზები. კვლავ მაჩვენებლები არის საკმაოდ საყურადღებო.
კითხვის პასუხად, არიან თუ არა უცხოეთიდან ექიმები მოწვეულნი, გამომდინარე იქედან, რომ უმეტესად, სწორედ უცხოეთში მკურნალობდა პატრიარქი, იგი ამბობს:
ალბათ, სამინისტრომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება [უცხოეთიდან ექიმების მოწვევაზე], ჩვენ ღია ვართ ყველანაირი თანამშრომლობისთვის და აბსოლუტურად ყველანაირი კოოპერაციისთვის.”
ცნობისთვის, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით ღამის სამ საათზე შეიყვანეს. ის რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ილია მეორის ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

უჩა ნანუაშვილი – ეს არის დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა