პაპუაშვილი ჰააგის ტრიბუნალამდე გზას იმოკლებს – კუპრაძე

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ეხმაურება შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ „ქართულ ოცნებას“ პარტია „ლელოსთან“ სალაპარაკო არაფერი აქვს.ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ამ განცხადებით პაპუაშვილი ჰააგის ტრიბუნალამდე გზას იმოკლებს„პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არაფერი აქვს სალაპარაკო „ლელოსთან“. ამას ამბობს იმ პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რომელიც წარდგენილია ჰააგის ტრიბუნალზე, როგორც საერთაშორისო დამნაშავე. ის ამ გზას ჰააგის ტრიბუნალამდე, იმოკლებს. „ლელოს“ განაცხადი მიესადაგება ერთ ძალიან მარტივ დოქტრინას, რომ ეს ქვეყანა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა კრიზისში. კრიზისიდან გამოსავალი არის დიალოგი ორ მთავარ ძირითად საკითხზე: ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო .პრინციპულად, „ლელო“ გააგრძელებს წინააღმდეგობას. პრინციპულად, „ლელო“ გააგრძელებს ბრძოლას იმ მარტივი ფორმულითა და დოქტრინით, რაც არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პარტია „ლელოსთან“ სალაპარაკო არაფერი აქვს.ასე გამოეხმაურა ის „ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადებას, რომ აუცილებელია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები დაიწყოს.ლელო: აუცილებელია მოლაპარაკებები “ ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს შორის„ლელოს“ ჩვენთან ან ჩვენ მათთან არაფერი გვაქვს სალაპარაკო – პაპუაშვილი