სასაცილო და არასერიოზულია, როდესაც 2 კაციანი მარგინალური ჯგუფი ფიქრობს, რომ პარლამენტმა უნდა იმოქმედოს მათი დღის წესრიგით – შალვა პაპუაშვილი “ლელოს” ხედვაზე

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “ლელოს” ხედვა შეაფასა და აღნიშნა, რომ “სასაცილო და არასერიოზულია, როდესაც 2 კაციანი მარგინალური ჯგუფი ფიქრობს, რომ პარლამენტმა უნდა იმოქმედოს მათი დღის წესრიგით”.
“კიდევ ერთხელ ჩანს, რომ არასერიოზულად უდგება ოპოზიცია, უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს. როდესაც ვსაუბრობთ “ლელოზე”, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის 2 ადამიანი პარლამენტში. სასაცილო და არასერიოზულია, როდესაც 2 კაციანი მარგინალური ჯგუფი ფიქრობს, რომ პარლამენტმა უნდა იმოქმედოს მათი დღის წესრიგით და ისე წარმოადგენს თითქოს, პარლამენტში მიმდინარე პროცესს 2 ადამიანი გაემიჯნოს და ცალკე პროცესი ჰქონდეს, როგორც ამას “ლელო” აკეთებს. ასეთი სასაცილო პროცესი ჩვენ 2022 წელსაც ვნახეთ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” სხვა განაკვეთმა, “სტრატეგია აღმაშენებელმა” რაღაც პარალელური ფორმატი წამოიწყო, თითქოს, ისინი კანონპროექტების ინიციირებას აპირებდნენ და ა.შ. მაგრამ ვნახეთ რითაც დასრულდა ეს, ხალხს სასაცილოდ არ ჰყოფნის ეს ყველაფერი. ყველა ასეთი არარეალისტური, საკუთარი გაბერილი ეგოდან გამომდინარე გაჟღერებული ინიციატივებით, საბოლოო ჯამში ეს ჯგუფები დასაცინად იხდიან თავს და იგივე მოხდება “ლელოს” შემთხვევაშიც. მარგინალური ჯგუფი ვერ განსაზღვრავენ საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

განისაზღვრება კვოტები, რომლებიც გადანაწილდება უნივერსიტეტებზე და დაფინანსებას მიიღებენ კონკრეტული უნივერსიტეტები, მათ შორის, გეოგრაფიული განაწილების გათვალისწინებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში იქნება უზრუნველყოფილი სრულიად თანამედროვე, გამართული ინფრასტრუქტურა

აქტიურად ვმუშაობთ სახელმძღვანელოების დახვეწაზე სკოლების დონეზეც, რათა მივიღოთ ახალი, ბევრად უფრო დახვეწილი სახელმძღვანელოები, რომლებიც იქნება დაფუძნებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე