ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს. საბაჟო გამშვებ პუნქტში ყაზბეგი, რუსეთიდან მომავალი სასურსათო კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.
“სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, 20.91 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა. მთავრობის დადგენილების შესაბამისად, საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა” – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
