საქსტატის ცნობით, 2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.1 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 30.9%-ით მეტია.
საქართველოს ყველაზე დიდი რაოდენობით – 1.2 მილიონი ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან ჰყავდა, რაც ჯამური რაოდენობის 23.2%-ია.
საქართველოს ვიზიტორებს შორის მეორე ადგილზე თურქეთია 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 13.5%-იანი წილით.
2023 წელს ვიზიტების უმრავლესობა – 52.3% შესრულდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა და აჭარაში დაფიქსირდა. თბილისში 3, ხოლო აჭარაში 2.7 მილიონი ვიზიტი.