უკრაინასთან მეხუთე წელი ომში მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აშშ-სა და ისრაელს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების ხანგრძლივობის გათვლას უწუნებს.
“თუ ისინი, ვინც ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე დარტყმებ შუა მოლაპარაკებების დროს გეგმავდა – სხვათა შორის, უკვე მეორედ, როგორც გასული წლის ივნისშიც მოხდა – ფიქრობდნენ, რომ ერთ დღე-ღამეში, რამდენიმე საათში მიაღწევდნენ მთელი ამ სახელმწიფოს დაპყრობას, მაშინ, ალბათ, უკვე ესმით, რამდენად შეცდნენ, რამდენად აირივნენ. და, რა თქმა უნდა, ირანი თავს იცავს.” – თქვა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, ირანის პასუხად ურტყამს სამხედრო ინფრასტრუქტურას, რომელიც მასზე თავდამხსმელ ქვეყნებს რეგიონში გააჩნიათ. ცნობისთვის, ირანის იერიშების შედეგად დაზიანდა სავაჭრო და სხვა სახის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა მწუხარება, რომ ზიანი ადგებათ არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებსაც. მისი თქმით, რუსეთი ქვეყნებს “მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩქარა დასხდომისკენ” მოუწოდებს.



