მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენების კვალს მიაგნეს

მეცნიერები ფიქრობენ, რომ დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენების კვალს მიაგნეს
ფოტო: Getty
54
წაკითხვა
დედამიწაზე რამდენიმე მასობრივი გადაშენება მოხდა, მათ შორის უკანასკნელმა კი 66 მილიონი წლის წინ ხმელეთზე მცხოვრები დინოზავრები შეიწირა. ახალი კვლევის ავტორები ამბობენ, რომ, შესაძლოა, პირველი ასეთი მოვლენა იმაზე ადრე ყოფილიყო, ვიდრე გვეგონა.
ნამარხების მიხედვით, 550 მილიონი წლის წინ დედამიწაზე ბიომრავალფეროვნება მკვეთრად შემცირდა. მანამდე წყლებში რბილი სხეულის მქონე რთული ორგანიზმები იყვნენ გავრცელებულნი, რომლებიც მცენარეებს უფრო ჰგავდნენ. მათ კრებსით ედიაკარულ ბიოტას უწოდებენ. ისინი შედარებით მარტივმა სიცოცხლის ფორმებმა ჩაანაცვლეს, რა პროცესსაც კოტლინის კრიზისის სახელით ვიცნობთ.
ამ დროს, რა თქმა უნდა, ბიომრავალფეროვნების დონემაც საგრძნობლად იკლო. ამის მიუხედავად, ცხოველთა დაკარგული ტაქსონომიური ჯგუფების რაოდენობა არასაკმარისად მიიჩნეოდა იმისთვის, რომ მასობრივ გადაშენებად განესაზღვრათ. ცნობისთვის, ასეთად იწოდება მოვლენა, რომლის დროსაც დედამიწაზე არსებული სახეობების სულ მცირე 75% ხანმოკლე პერიოდში ნადგურდება.
აღნიშნულ კრიტერიუმში სულ ხუთი მასობრივი გადაშენება ჯდება, ყველაზე ადრეული კი 445 მილიონი წლის წინანდელია. ზოგი მეცნიერის აზრით, ახლა მეექვსე მასობრივი გადაშენება მიმდინარეობს, რომლის მიზეზიც კლიმატის ცვლილება, ჰაბიტატის დაკარგვა და გარემოს დაბინძურებაა.
ახალი კვლევის თანახმად, პირველი ასეთი მოვლენა შეიძლება სწორედ 550 მილიონი წლის წინ მომხდარიყო, რადგან მაშინ ფაუნის დაახლოებით 80% განადგურდა. ეს კანადაში ახლახან მიკვლეული ნამარხების მიხედვით დაასკვნეს, რომლებიც ვულკანურმა მატერიამ კარგად შემოინახა. ეს ნამარხები გვიჩვენებს, რომ ედიაკარული ბიოტა იმაზე ბევრად რთული იყო, ვიდრე წარმოგვედგინა.
ედიაკარულ პერიოდში მეცნიერები აქამდე სამ განცალკევებულ ფაზას გამოყოფდნენ:
ავალონის ასამბლაჟი 575-560 მილიონი წლის წინ, როცა ოკეანის ბნელ წყლებში რანგეომორფები გამოჩნდნენ; თეთრი ზღვის ასამბლაჟი 560-550 მილიონი წლის წინ, როცა წყალმარჩხ ზღვებში ედიაკარული სიცოცხლის “ოქროს ხანა” იყო (მათ შორის ცხოველთა ადრეული წინაპრების, მაგალითად: Dickinsonia და Kimberella); ნამას ასამბლაჟი 550-538 მილიონი წლის წინ, როცა ბიომრავალფეროვნება შემცირდა, შემდეგ კი დედამიწის ისტორიაში ევოლუციის ყველაზე აქტიური პერიოდი დადგა — კაბრული აფეთქება.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კანადაში აღმოჩენილ ნამარხებში ავალონის ტიპის ნიმუშები სხვებთან შედარებით 13 მილიონი წლით ახალგაზრდაა. ეს ზემოთ ჩამოთვლილ პირველ ორ ფაზას შორის ზღვარს ბუნდოვანს ხდის და იმის შესაძლო დასტურია, რომ ავალონის ასამბლაჟისდროინდელი სიცოცხლე 10 მილიონი წლით დიდხანს არსებობდა. შესაბამისად, ისინი მცირე მასშტაბის გადაშენებას არ ემსხვერპლნენ, არამედ — კოტლინის კრიზისს.
თუ ეს ვარაუდი მართალია, 550 მილიონი წლის წინ მომხდარი გადაშენების ტალღა იმაზე დიდი იყო, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა, ანუ ის მეტ სახეობას მოიცავდა. საინტერესოა ისიც, რომ ედიაკარულ ფაუნას “ფონური გადაშენებები” თითქმის არ ახასიათებდა, ამიტომ კოტლინის კრიზისის უკან მსგავსი არაფერი იდგა. მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია.
ნაშრომი გამოცემაში Geology გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
როგორ გაიყინა დედამიწა 700 მილიონი წლის წინ — კვლევა3827 ნახვა
ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას ქალის ორგანიზმის შესახებ?2944 ნახვა
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ სამხედრო ტექნოლოგიების ისტორიას1406 ნახვა
“რთულ” ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება უფრო სწრაფად გვაბერებდეს — კვლევა816 ნახვა
შესაძლოა, მზე ადრე სულ სხვაგან მდებარეობდა — რა კავშირშია ეს დედამიწურ სიცოცხლესთან583 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ფიზიკა
ჩინეთში იმდენად ზუსტი ოპტიკური საათი შექმნეს, რომ შეიძლება “წამის” განმარტება შეიცვალოს
ჩინეთში იმდენად ზუსტი ოპტიკური საათი შექმნეს, რომ შეიძლება “წამის” განმარტება შეიცვალოს
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
როგორია იყო ღამურა? — ფილოსოფიური შეკითხვა მეცნიერებმა სისტემად აქციეს
როგორია იყო ღამურა? — ფილოსოფიური შეკითხვა მეცნიერებმა სისტემად აქციეს
გადახედვა
კოსმოსი
შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარის ძლიერი მაგნეტიზმის საიდუმლო ამოხსნეს
შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარის ძლიერი მაგნეტიზმის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
კოსმოსი
2036 წლისთვის ვენერაზე მისიის გაშვებას გეგმავს
2036 წლისთვის ვენერაზე მისიის გაშვებას გეგმავს
ტექნოლოგიები
შემდეგი პოდკასტი: როგორ ცვლის ტექნოლოგიები სამხედრო კონფლიქტებს
შემდეგი პოდკასტი: როგორ ცვლის ტექნოლოგიები სამხედრო კონფლიქტებს
გადახედვა

რა წვლილი მიუძღვის -ს ირანის დაწყებითი სკოლის დაბომბვაში? — გამოძიება დაწყებულია
რა წვლილი მიუძღვის -ს ირანის დაწყებითი სკოლის დაბომბვაში? — გამოძიება დაწყებულია
გადახედვა
ჭკვიანი მოწყობილობები
“გული გამიხეთქე!” — ქალის შეშინების გამო რობოტი პოლიციამ ადგილიდან გააძევა
“გული გამიხეთქე!” — ქალის შეშინების გამო რობოტი პოლიციამ ადგილიდან გააძევა
გადახედვა

ფეკალურმა გადანერგვამ თაგვებში ნაყოფიერება გაზარდა — კვლევის უჩვეულო შედეგები
ფეკალურმა გადანერგვამ თაგვებში ნაყოფიერება გაზარდა — კვლევის უჩვეულო შედეგები
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
მეცნიერებმა ამოხსნეს, როგორ ეშვებიან კატები ოთხ თათზე
მეცნიერებმა ამოხსნეს, როგორ ეშვებიან კატები ოთხ თათზე
გადახედვა
კოსმოსი
NASA-ს ხელოვნური თანამგზავრი დედამიწაზე ჩამოვარდა
NASA-ს ხელოვნური თანამგზავრი დედამიწაზე ჩამოვარდა