მდგომარეობა არსებითი ცვლილებების გარეშეა, გადაყვანა არ განიხილება – სარჯველაძე პატრიარქზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის -ის ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაში არსებითი ცვლილება ამ ეტაპზე არაა. კავკასიის მედიცინის ცენტრში კი ყველა წამყვანი კლინიკის რეანიმატოლოგები იმყოფებიან.
“მდგომარეობა კვლავაც არის პრაქტიკულად არსებითი ცვლილებების გარეშე და რაიმე არსებითი დინამიკის გარეშე, ჩვენ ვცდილობთ, რომ გარდა სტანდარტული კლასიკური მეთოდოლოგიისა, მაქსიმალურად თავი მოვუყაროთ ყველა მოსაზრებას, ყველა კომპეტენტურ აზრს, ყველა განსხვავებულ აზრს, რომელიც შეიძლება საკითხის ირგვლივ აღმოჩნდეს შედეგზე ორიენტირებული – იქნებ აღმოჩნდეს რაიმე შემოთავაზება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს გარკვეული პროცედურები.
აქ არიან წამყავნი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები, ცნობილი რეანიმატოლოგები, შესაბამისად, მათთან კონსულტაციების გავლა არის, რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია” – განაცხადა სარჯველაძემ.
რაც შეეხება პატრიარქის უცხოეთში სამკურანლოდ გადაყვანასთან ან უცხეოთიდან ექიმებსი ჩამოყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, სარჯველაძე ამბობს, რომ “ამ წუთას მსგავსი რამ, მაგალითად უცხოეთში წაყვანასთან დაკავშირებული საკითხი არ განიხილება” არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.
“რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, როგორც და რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, ბუნებრივია, რომ იქნება უზრუნველყოფილი. უკლებლივ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ ასეთი საჭიროება იქნეს უზრუნველყოფილი.
უნდა ვუთხრა საზოგადოებას, უკლებლივ ყველაფერი, რაც აუცილებელია პაციენტისთვის, რომ ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს, უზრუნველყოფილია. ჩვენ ვსმჯელობთ, ვფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რით შეიძლება კიდევ უფრო მეტი რესურსი იქნეს ჩართული იმისთვის, რომ უწმინდესის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ადამიანი იმყოფება ინტესნიური თერაპიის განყოფილებაში, რეანიმაციაში, პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ არავინ მისი მდგომარეობით არ შეიძლება დღეს კმაყოფილი იყოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ უწმინდესის მდგომარეობა” – განაცხადა სარჯველაძემ.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო, კათალიკოს-პატრიარქი კლინიკაშია გადაყვანილი
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ღამით კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყავნეს. კლინიკის წარმომადგენელის განცხადებით, მას კუჭიდან მასიური სისხდენა აღენიშნებოდა. ილია მეორე რეანიმაციაში იმყოფება.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 17 მარტს დილით განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ პატრიარქის მდგომარეობა “პრობლემურია, თუმცა, სტაბილური”.
კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, სოფო ასპანიძემ განაცხადა, რომ ილია მეორე ინტუბირებულია, იმყოფება ხელოვნური ძილის მდგომარეობაში, “რათა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები მაქსიმალურად დასტაბილურდეს”.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება