პრემიერლიგის ოცდამეათე ტურში „ჩელსი“ საკუთარ მოედანზე „ნიუკასლთან“ 0:1 დამარცხდა. გოლი ენტონი გორდონმა მე-18 წუთზე გაიტანა.
„ჩელსი“ 48 ქულით მეექვსე ადგილზეა და 17 მარტს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში პსჟ-ს უმასპინძლებს.
ლონდონური გუნდის მწვრთნელმა ლიამ როსენიორმა განაცხადა, რომ მეტოქეს ბევრი მომენტი არ შეაქმნევინეს, გოლი აჩუქეს, წაგებით იმედგაცრუებულია, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორებას იმედოვნებს.



