[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? – იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

პრემიერლიგის 30-ე ტურში “ლივერპული” “ტოტენჰემს” დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
შეხვედრის დაწყების წინ ადგილი კურიოზულ მომენტს ჰქონდა, “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი იგორ ტუდორი “ლივერპულის” თავკაცთან არნე სლოტთან მისასალმებლად მივიდა, თუმცა ნიდერლანდელი სპეციალისტის ნაცვლად, შეცდომით თავისი სამწვრთნელო შტაბის წევრთან მივიდა.
გთავაზობთ ვიდეოს.
შეგახსენებთ, “ტოტენჰემი” 2025 წლის 28 დეკემბრის შემდეგ პრემიერლიგაში გამარჯვების მოპოვებას კვლავ ვერ ახერხებს. ტუდორის გუნდი ჩემპიონატში 30 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს. “დეზები” მორიგ შეხვედრას 19 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გამართავს

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია დრონებით და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული – რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“ – ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა