სარჯველაძე პატრიარქზე: ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია თვითონ ორგანიზმზე

კონსილიუმზე გაანალიზდა არსებული კლინიკური მდგომარეობა, მისი დადებითი, უარყოფითი მხარეები, რა შეიძლება იყოს პერსპექტიული ხედვის საფუძველი, რა პესიმისტური და ამ შეჯამების საფუძველზე შეფასდა ახლა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა. რეალურად, გაანალიზდა და ითქვა, რომ მიმდინარეობს მკურნალობა სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. სხვა ალტერნატივა ამ წუთას რეალურად არ არსებობს.
ყველანი უკმაყოფილო ვართ, რა თქმა უნდა, არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობით, ყველას გვაქვს მეტის და უკეთესის მოლოდინი და სურვილი. ამისთვის უნდა გავაკეთოთ უკლებლივ ყველაფერი, სხვა არაფერს ამაზე მეტად მნიშვნელობა ამ წუთას არ აქვს.
უნდა დავაკვირდეთ პროცესებს დინამიკაში, ახლა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ასაკის, მდგომარეობის, ყველაფრის გათვალისწინებით ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია თვითონ ორგანიზმზე. ყველაფერი ეს მოგვცემს შესაძლებლობას, თუნდაც რამდენიმე საათის შემდეგ ახალი მსჯელობა გაიმართოს, ახალ მონაცემბზე დაყრდნობით.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”