რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს თქმით, უკრაინული დრონების განვითარებისა და გამოყენების დინამიკა ისეთია, რომ უკვე რუსეთის ვერც ერთი რეგიონი იგრძნობს თავს დაცულად.
“ჯერ კიდევ მცირე ხნის წინ ურალი უკრაინის ტერიტორიიდან საჰაერო დარტყმებისთვის მიუწვდომელი იყო, ახლა კი უშუალო საფრთხის ზონაში იმყოფება.” – თქვა შოიგუმ.
შოიგუმ აღნიშნა, რომ ურალის ოლქში არსებობს რამდენიმე ძირითადი რისკის ფაქტორი.
“ეს არის რეგიონის სამრეწველო და თავდაცვითი პოტენციალი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრიული ცენტრია. აქ თავმოყრილია სტრატეგიული თავდაცვითი საწარმოები, ენერგეტიკული ობიექტები, ქიმიური სამრეწველოები, უდიდესი ნავთობისა და გაზის საბადოები – ყველაფერი, რაც წარმოადგენს ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სახელმწიფო თავდაცვითი შესაძლებლობების საფუძველს”. – თქვა შოიგუმ.
შოიგუმ ასევე აღნიშნა, რომ ურალში თავმოყრილია მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაც, მათ შორის დიდი სარკინიგზო მაგისტრალები. მისივე თქმით, მათი მწყობრიდან გამოყვანა დიდ ეკონომიკურ დანაკარგს მოიტანს.

