ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი – ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია ძალიან რთული და მგრძნობიარეა

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია ძალიან რთული და მგრძნობიარეა, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენბინმა განაცხადა.
„ვიმედოვნებთ, რომ ყველა შესაბამისი მხარე სიმშვიდესა და თავშეკავებას გამოიჩენს, რათა შურისძიების მანკიერი წრე თავიდან ავიცილოთ და რეგიონული დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია არ მოხდეს“, – განაცხადა ვანგ ვენბინმა.
-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შესახებ ცნობები მივიღეთ. ასევე, ირანმა განაცხადა, რომ თავდასხმასთან მას საერთო არაფერი აქვს და ჩვენ ამას ვითვალისწინებთ“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
შეგახსენებთ, 28 იანვარს, ჩრდილო-აღმოსავლეთ იორში, სირიის საზღვართან, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა განახორციელეს. ირანმა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი