ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ – მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია

ხვალ „ლივერპულის“ მწვრთნელი არნე სლოტი შეიძლება სამუშაოდან დაითხოვონ, – იტყობინება TEAMtalk-ი.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ლივერპულმა“ „გალათასარაისთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ბარიერი ვერ გადალახა. შეგახსენებთ, სტამბოლურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე პირველი მატჩი 1:0 მოიგო.
“ლივერპული“ პრემიერლიგაზეც ვერ ასპარეზობს დამაჯერებლად, 30 ტურის შემდეგ 49 ქულით მეექვსე ადგილზეა და ლიდერ „არსენალს“ 21 ქულით ჩამორჩება.
სლოტმა „წითლები“ 2024 წლის ზაფხულში ჩაიბარა. ნიდერლანდელს კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაუფორმეს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 101 მატჩიდან 62 მოიგო, 16 ფრედ დაასრულა, 23 კი წააგო.
სლოტის გადაყენების შემთხვევაში, გუნდს დაუყოვნებლივ სათავეში სეზონის ბოლომდე კლუბის ლეგენდა სტივენ ჯერარდი ჩაუდგება.
„ლივერპულის“ ღირსებას მეკარე გიორგი მამარდაშვილი იცავს, რომელიც უპირატესობას ალისონს ანიჭებს და ქართველს იშვიათად ათამაშებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან