“სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ” – დემეტრაძემ რუსულ “ჩემპიონატს” ინტერვიუ მისცა

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ რუსულ “ჩემპიონატს” ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, ციხეში გატარებულ პერიოდზეც ისაუბრა.
“მიფიქრია თუ არა მწვრთნელობაზე? – არა! მწვრთნელობის ნერვები არ მაქვს, ეს ძალიან რთული სამუშაოა. როდესაც 2010 წელს თბილისში ჩამოვედი, მინდა მოვმზადებულიყავი და რომელიმე კლუბში მეთამაშა, მაგრამ გიჟმა სააკაშვილმა დამაპატიმრა, ის ავადმყოფია!
ის არაადეკვატური ადამიანი და ნამდვილი ნაძირალაა. მარტო მე კი არა საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს. მან უამრავი ადამიანი დააპატიმრა, ქონება წაართვა და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უნდა გიყვარდეს?!
მაშინ ყველა მისი პროტეჟე იყო, , პროკურორები. მოგვიანებით, სააკაშვილთან ერთად, ისინიც დააპატიმრეს. სასაცილოა ახლა იმის მოსმენა, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა. ის ციხეში უნდა იყოს და არა საავადმყოფოს ოროთახიან პალატაში. შვიდ-რვა ინტერვიუს იძლევა, მაგრამ ამბობენ, რომ ავად არის. დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში ის თავს კარგად გრძნობს და ხარივით ჯანმრთელია. ციხეები თვითონ ააშენა და იქ თითონ უნდა იჯდეს.
ციხეში გატარებული პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. სააკაშვილის დროს ძალიან მკაცრად ეპყრობოდნენ პატიმრებს, სცემდნენ, ზოგიერთი ინვადალი გახდა… დასცინოდნენ, ეს ყოველივე ჩემი თვალით ვნახე. ეს ყველაფერი მე არ შემხებია. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჯანმრთელად ვარ.
რატომ ჩამსვეს ციხეში? – არ ვიცი, ალბათ, ვისმეს დასაშინებლად. მათ უნდა ბრალდება მეღიარებინა და ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო და მათ წინააღმდეგ ჩვენება მიმეცა, რაც არ გავაკეთე, რისთვისაც “ქურდული ტრადიციების” მუხლით ექვსი წელი მომისაჯეს. უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ციხეში ჩამსვეს.
ხელისუფლება, რომე შეიცვალა და ეს გიჟი სააკაშვილი წავიდა, როგორც პოლიტპატიმარი, ისე გამომიშვეს. რა თქმა უნდა, უდანაშაულო, რომ არ ვყოფილიყავი, ამას არავინ გააკეთებდა.
შემცვალა თუ არა ციხემ და გამხდა სხვა პიროვნება? – ბევრი ადამიანი რაღაცებს გადააფასებდა, მაგრამ გააჩნია იმას, თუ რისთვის ზიხარ.
ჩემს დროს ჩემსავით იქ უმრავლესობა უდანაშაულო ადამიანი იყო, მერე ამნისტიით ყველა გაათავისუფლეს.
მე დავრჩი ისეთივე ადამიანი, როგორიც ვიყავი”, – თქვა დემეტრაძემ.
დემეტრაძე და ვახტანგ ყიფიანი იყვნენ და არიან ბავშვობიდან ძმაკაცები. სულ ეს იყო დემეს “დანაშაული”. ამისთვის ჩასვეს ციხეში. ასეთი იყო სააკაშვილის “დემოკრატია”.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ასე რომ, ნაც. რეჟიმის გასამართლების შესახებ ბიძინა ივანიშვილის დანაპირების შესრულება არც ისე შორს უნდა იყოს. რაც შეეხება “ჩვენს” ვადაგასულ პრეზიდენტს, თუ ჭკუით არ მოიქცევა…

ირაკლი კუპრაძე – სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მტკიცეა ქართველ ხალხთან, ორ მთავარ მოთხოვნაში: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – პრეზიდენტი სარგებლობს სრული მხარდაჭერით ოპოზიციური კოალიციების მხრიდან

აქციის მონაწილე დავით გოგილაშვილი – ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, რომ წაერთმიათ