გიგა ლემონჯავა – რაც დრო გავა, “ქართულ ოცნებას” რუსეთის ზურგი უფრო გამოეცლება

რაც დრო გავა, “ქართულ ოცნებას” რუსეთის ზურგი უფრო გამოეცლება იმიტომ, რომ რუსეთის აწყობილი ავტოკრატიული ვერტიკალი მსოფლიოს მასშტაბით იშლება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმი არის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი რუსეთის ხელში.

“რაც დრო გავა, “ქართულ ოცნებას” რუსეთის ზურგი უფრო გამოეცლება იმიტომ, რომ რუსეთს ჰქონდა აწყობილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავტოკრატიული ვერტიკალი, ახლა კი ვხედავთ, რომ ყველა ეს ავტორიტარული ქსელი იშლება და ეს არის ფაქტი.

მთელ მსოფლიოში არსებულ ავტორიტარულ ვერტიკალებს ახასიათებთ ის, რომ სხვადასხვა მიმართულებით აძლიერებენ ერთმანეთს – თანამშრომლობენ, ეს არის – დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, ეკონომიკური თანამშრომლობა და ამის ნაწილი ვართ 2012 წლის არჩევნების მერე, როდესაც ეს რეჟიმი მოვიდა ხელისუფლებაში. სინამდვილეში, ივანიშვილის რეჟიმი არის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი რუსეთის ხელში”, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.