რუსეთიდან შემოსატან კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა

რუსეთიდან საქართველოში შემოსატან კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, 20.91 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.