კოკა მორგოშია: ლევანის სიკვდილმა ძალიან ბევრი ტურა გამოააშკარავა, დღეს მისი მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა

დღეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა – როგორც მოკლული ბიზნესმენის მეგობარი და საქმის ერთ-ერთი მოწმე, კოკა მორგოშია სოციალურ ქსელში წერს, ლევანმა თავის გარდაცვალებით “ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა იმ დაჯგუფებების რეალური სახე, ვინც თავიანთი ბოროტებით ცდილობდნენ გავლენების შენარჩუნებას”.

ლევანის სიკვდილმა ძალიან ბევრი ტურა გამოააშკარავა – წერს მორგოშია.

ლაჩრების მიერ ლევან ჯანგველაძის მუხანათური მკვლელობიდან…
ერთი წელი გავიდა ძალიან მაგარი ადამიანის, მამის, მეუღლის, ძმის, შვილის და მეგობრის მკვლელობიდან❗️❗️❗️…
ამ ერთი წლის მანძილზე კი გარდაცვლილმა ლევანმა ბევრ “ცოცხალზე” მეტი საქმე გააკეთა❗️❗️❗️
ზუსტად ერთი წლის წინ, დასაფლავების წინა დღეს დავწერე, რომ ლევანის ასეთი მუხანათური დაკვეთილი მკვლელობა იმას ნიშნავს, რომ ტურებმა მგლებზე დაიწყეს ნადირობათქო❗️❗️❗️
ამ ერთ წელიწადში კი ლევანის სიკვდილმა ძალიან ბევრი ტურა გამოააშკარავა❗️❗️❗️ ლევანი სიკვდილამდეც ბოროტებას ებრძოდა და სიკვდილის მერეც ბოროტების წინააღმდეგ იბრძვის❗️❗️❗️
ლევანმა თავის გარდაცვალებით ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა იმ დაჯგუფებების რეალური სახე, ვინც  თავიანთი ბოროტებით ცდილობდნენ გავლენების შენარჩუნებას❗️❗️❗️
ლევან ჯანგველაძესთან ერთად ნიკო კვარაცხელია, ლევან კაჭარავა იგივე “ტილიკა” და კიდევ სხვები, მკვლელობის დამკვეთ ტურებზე გამარჯვების სიმბოლოდ უნდა იქცნენ❗️❗️❗️❤️✊️
“ისე უნდა მოკვდე, რომ დაიბადო”❗️❗️❗️
ლევანი სიკვდილისთანავე დაიბადა კვლავაც იმად, ვინც იყო❗️❗️❗️ სიმართლისათვის და სამართლისათვის ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლად❗️❗️❗️- წერს მორგოშია. 

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს -მ 3 პირი დააკავა – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.