აშშ-ის ცენტრალური სარდლობა – ხარგის კუნძულზე ირანის 90-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დავარტყით

ხარგის კუნძულზე ირანის 90-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დავარტყით, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, დარტყმების სამიზნე კუნძულზე არსებული ნავთობის ინფრასტრუქტურა არ ყოფილა.

„გასულ ღამეს, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ხარგის კუნძულზე ფართომასშტაბიანი ზუსტი დარტყმები განახორციელა. დარტყმების შედეგად საზღვაო ნაღმების საწყობები, რაკეტების შესანახი ბუნკერები და უამრავი სხვა სამხედრო ობიექტი განადგურდა“, – აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.

შეგახსენებთ, ხარგის კუნძულზე დარტყმების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაავრცელა.

„ცოტა ხნის წინ, ჩემი ბრძანებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვა განახორციელა და ირანის ძვირფას მარგალიტზე – ხარგის კუნძულზე – ყველა სამხედრო სამიზნე სრულიად გაანადგურა“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”