თეირანში დაიბომბა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და ბასიჯის ძალების რეგიონული და მთავარი შტაბ-ბინები, ირანის ტერორისტული რეჟიმის შიდა უსაფრთხოების ძალების შტაბ-ბინები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ინფრასტრუქტურა, ასევე ობიექტი, რომელიც ბალისტიკური რაკეტების კვლევის, დახვეწისა და ტესტირებისთვის გამოიყენებოდა | ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები სოციალურ ქსელში წერს. უწყების ცნობით, ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 90-ზე მეტმა გამანადგურებელმა დაახლოებით 200 საბრძოლო მასალა გამოიყენა.




