ბლინკენი: აშშ-ს დახმარების გარეშე უკრაინის ყველა წარმატება რისკის ქვეშ აღმოჩნდება

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ს თქმით, -ს დახმარების გარეშე უკრაინის მიერ მიღწეული ყველა წარმატება რისკის ქვეშ აღმოჩნდება. ამის შესახებ ბლინკენმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ბლინკენის თქმით, კონგრესის მიერ დახმარების დამტკიცება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა დასავლელი პარტნიორები გააქტიურდნენ და გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა უკრაინის წარმატებისა და ს დამარცხებისთვის.
“დამატებითი ბიუჯეტის გარეშე ჩვენს მოწინააღმდეგეებს არასწორ სიგნალს გავუგზავნით, რომ ჩვენ არასწორად ვეკიდებით თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას. ეს კი გააძლიერებს ს რწმენას, რომ შეუძლია, დაამარცხოს და გაგვიმკლავდეს ჩვენ. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასე არ არის”. – თქვა ბლინკენმა.
ამავდროულად, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ს უთავდება სამხედრო დახმარება, რომელსაც უკრაინას აწვდიდა და ეს უკვე ახდენს ბრძოლის ველზე ზეგავლენას.