დასავლეთ ერაყში აშშ-ის კუთვნილი საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ – „ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ KC-135 ტიპის თვითმფრინავი „ქვეყნის სუვერენიტეტისა და საჰაერო სივრცის დასაცავად“ ჩამოაგდეს.
ცნობისთვის, დასავლეთ ერაყში ამერიკული KC-135 ტიპის საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ინციდენტი „არ მომხდარა მტრული ან მეგობრული ცეცხლის გამო“. მათივე განცხადებით, ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა.




