-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად გიორგი მინდიაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გიორგი მინდიაშვილი წარუდგინა, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ოსაძე ჩაანაცვლა. გიორგი ოსაძე კი, საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პრორექტორის პოზიციაზე გააგრძელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების განმარტებით, გიორგი მინდიაშვილს უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
„აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
გიორგი მინდიაშვილი ასევე, წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა