უკრაინული მედია – ხვალ პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ლიდერები განიხილავენ არსებულ ვითარებას, საფრანგეთისა და ევროპელი პარტნიორების მიერ უკრაინის მხარდაჭერის საკითხსა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის გზებს“, – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ასევე, ელისეის სასახლეში აღნიშნეს, რომ საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, და უსაფრთხოების გარანტიების საკითხზეც იმსჯელებენ.