სერგეი ლავროვი – დასავლეთს ესმის, რომ პროექტმა „უკრაინამ“ ჩავარდნა დაიწყო

დასავლეთს ესმის, რომ პროექტმა „მ“ ჩავარდნა დაიწყო, მაგრამ ვერ წყვეტს მის მხარდაჭერას, მათ შორის, ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით, ­- ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„მთავარი დონორი , შემდეგ მოდის გერმანია, ბრიტანეთი, , პოლონეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, შვედეთი. უკრაინისთვის აღმოჩენილი ფინანსური მხარდაჭერის მაჩვენებლები ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის მათი პროექტი „უკრაინის“ ჩაშლის თავიდან აცილება. უფრო მეტიც, მათ უკვე ესმით, რომ ჩაშლა დაიწყო, მაგრამ მაინც ვერ შეაჩერებენ და არა მხოლოდ პრესტიჟის გამო, არამედ ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისითაც“, – აღნიშნა ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, მოსკოვმა იცის შემთხვევები, როდესაც დასავლეთი ზოგიერთ ქვეყანას სთხოვს, უკრაინას რუსული იარაღი საიდუმლოდ გაუგზავნოს.
„შევდივართ კონტაქტებში შესაბამის ქვეყნებთან, რომლებსაც დასავლეთი არწმუნებს, უკრაინას სწრაფად გადასცეს იარაღი ისე, რომ არაფერი გვითხრას ჩვენ, როგორც იარაღის ამა თუ იმ პარტიის მიმწოდებლებს. ჩვენ გავაგრძელებთ უზრუნველყოფას, რომ ეს ვალდებულებები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ვალდებულებები დაცული იყოს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!