“უთვალთვალებენ ელჩებს” – მიხეილ სააკაშვილის სიტყვა სასამართლოზე

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიმდინარე პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა ვრცელი სიტყვით ისარგებლა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, “ქართული ოცნება” ელჩებს უთვალთვალებს. მისივე თქმით, ძველი ბიჭია და ძველი ბიჭის ფუნქცია წესიერი ადამიანების დაჩაგვრაა – “ელჩები, ევროპელები წესიერად იქცევიან, თავს გიხრიან, გიღიმიან, აი ესენი უნდა დაჩაგრონ”.

საქართველოში არის დარეგისტრირებული რამდენიმე ათასი ირანული ფირმა, ბოლო წლებში და თქვენ გგონიათ, რომ აქ ისლამური რევოლუციის გუშაგთა წვლილი არ არის? – რა თქმა უნდა არის და რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი საფრთხე საქართველოს ყოფნა არ ყოფნის. 

უთვალთვალებენ ელჩებს და ამ საქმეში არის ჩადებული ჰილარი კლინტონის მიერ რედბულის მოსმა, აქ არის დონალდ ტრამპის მასპინძლობაც, კიდევ კარგი ალკოჰოლს არ სვამდა, მაგრამ წვენები დაგვილია, სხვათა შორის დისკოთეკაზეც გვყავდა. პრეზიდენტ იუშენკოს სთხოვენ აბანოში მექისე რატომ გამოიყენა. მე მინდოდა, რომ დღეს ადვოკატებს ჩაეცვათ ის პიჯაკები, რომელზეც არის საუბარი, მე უბრალოდ არ მეტევა. 

ამიტომ, ელჩებზე თვალთვალი რატომ გვიკვირს. ამათთვის მთავარი ქურდი არის პუტინი. ბიძინა არის ძველი ბიჭი. ძველი ბიჭის ფუნქცია რა არის – დაჩაგვრა წესიერად მომქცევი ადამიანების, ელჩები, ევროპელები წესიერად იქცევიან, თავს გიხრიან, გიღიმიან, აი ესენი უნდა დაჩაგრონ – ხუთოსნები და წესიერად მომქცევი ადამიანები. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაერთიანება, რომელიც არის ოპოზიციური, ამ გაერთიანებამ ყველა ამ საკითხზე მოახდინოს რეაგირება, ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეს სანქციები მართლა გახდეს ყოვლისმომცველი, ჩვენ ამ სანქციებზე უნდა ვიმუშაოთ… ოპოზიციამ უნდა ამხილოს, ოპოზიციამ უნდა ჩახერგოს ყველა გზა ამ რეჟიმისთვის, ოპოზიციამ არ უნდა დაუშვას ამ ურთიერთობის ნორმალიზაცია. 

ნორმალური ხელისუფლების მოქმედება ამ პირობებში იქნებოდა – ძალიან დიდი სიფრთხილე, ეს არის ის სიტუაცია, როცა ყველამ უნდა გამოვიჩინოთ ძალიან დიდი სიფრთხილე, მაგრამა სევე ღირსების დაცვა. ყველანაირი აღკვეთა ყველანაირი უცხოური სპეცსამსახურების საქმიანობის, რუსული და ირანულის. ერთი რუსი ჯაშუში არ დაუჭერიათ საქართველოში,” – ამბობს .

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო