ლევან მაჭავარიანი: მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით

მიუხედავად, არნახული მასშტაბის წნეხის, ზეწოლისა და შანტაჟისა, ჩვენს გუნდს უკან არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ქართველი ხალხის გვერდში დგომის გარეშე, – წერს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში.

მაჭავარიანი ეხმიანება -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებს, რომლის თანახმად, საქართველო რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.

მისი შეფასებით, საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და როდესაც რეგიონში ამდენი უბედურება ტრიალებს, ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას.

„ჩვენი ეროვნული, ფრთხილი, პრაგმატული და მოქნილი პოლიტიკის შედეგად, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად ითვლება. როდესაც ჩვენთან ძალიან ახლოს, ამდენი უბედურება ტრიალებს, ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას.

მიუხედავად, არნახული მასშტაბის წნეხის, ზეწოლისა და შანტაჟისა, ჩვენს გუნდს უკან არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ქართველი ხალხის გვერდში დგომის გარეშე.

საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით!

ვინც, ჯერ კიდევ ვერ ათვიცნობიერებთ ამ ფაქტს, უკვე მართლა დროა, უბრალოდ აზროვნება დაიწყოთ!” – წერს ლევან მაჭავარიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო