ინტერნეტში გამოქვეყნდა ნავალნის გვამის გაკვეთის ოფიციალური მასალები

9 მარტს ინტერნეტში გამოქვეყნდა ოფიციალური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები, რომლებიც მიემართება რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, 2024 წლის 16 თებერვალს კოლონიაში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის გვამის გაკვეთას.

რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ნავალნის სიკვდილი “ბუნებრივი მიზეზებით” იყო გამოწვეული, თუმცა საერთაშორისო გამოძიებებით დადგინდა, რომ ოპოზიციონერი მოწამლეს შხამით ეპიბადიტინი.

სრული სახით ნავალნის გვამის ამსახველი ფოტოები გამოქვეყენა ტელეგრამის არხმა “Черное зеркало”, რომელსაც მანამდე გამოქვეყნებული აქვს გაჟონილი ცნობები და მას Telegram-ის ადმინისტრაცია აუქმებდა პირების შესახებ ინფორმაციის არამართებული გავრცელების გამო.

მასალებთან ერთად ერთი ფოტო გამოაქვეყნა გამოცემამ The Insider, თუმცა გამოცემა ამისთვის გააკრიტიკეს, მათ შორის ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ – რის გამოც მან მასალები წაშალა და ბოდიში მოიხადა.

ნავალნის ორგანიზაციის, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი, მარია პევჩიხი ამბობს, რომ ექსპერტიზის მონაცემები ფონდს უკვე წელიწადნახევარია აქვს, მაგრამ დოკუმენტს არ აქვს საზოგადოებრივი ღირებულება, რადგან ოფიციალური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არის “სტერილური და გამოსუფთავებული”. მან გამოაქვეყნა ექსპერტიზის ფრაგმენტები, რომელთა თანახმადაც ნავალნის სიკვდილის მიზეზი გახდა “კომბინირებული დაავადება”.

ამასთან, ექიმი-რეანიმატოლოგი ალექსანდრ პოლუპინი – რომელიც ნავალნის “ნოვიჩოკის” ტიპის ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ, 2020 წელს მკურნალობდა – გამოცემა The Insider-ს ეუბნება, რომ ოფიციალური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მონაცემები “არ მოდის შესაბამისობაში სიკვდილის ოფიციალურ ვერსიასთან, მაგრამ შესაბამისობაშია ეპიბატიდინის შესახებ ვერსიასთან”.

2026 წლის თებერვალში დიდმა ბრიტანეთმა, შვედეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ამბობდნენ, რომ რუსეთის კოლონიაში მოწამლეს ნივთიერება ეპიბატიდინით – რომელიც ბუნებაში ეკვადორულ ხის ბაყაყებში გვხვდება.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახური აღნიშნავდა, რომ ეპიბადიტინის სინთეზირება განხორციელდა ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (ГосНИИОХТ) – ანუ უწყებაში, სადაც 1970-იან წლებში შეიმუშავეს “ნოვიჩოკის” ჯგუფის ტოქსიკური ნივთიერებები, რითიც ნავალნის მოწამვლა 2020 წელს სცადეს.

კრემლში ბრალდებებს უარყოფენ. ნავალნის წინა მოწამვლასთან კავშირის მქონე ეფესბეს თანამშრომელმა, ალექსანდრ სამოფალმა მას შემდეგ გენერალ-მაიორის წოდება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)