დიუსელდორფის უნივერსიტეტი, სადაც ირაკლი სწავლობდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მხარდაჭერას უცხადებს

ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მხარდაჭერას უცხადებს.
დიუსელდორფის უნივერსიტეტის მხარდაჭერის წერილს ილიაუნი აქვეყნებს.
🟥💬„ძვირფასო პროფესორო დობორჯგინიძე, ძვირფასო პარტნიორებო, ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის უნივერსიტეტის (HHU) რექტორატისა და საერთაშორისო ოფისის სახელით მხარს ვუჭერთ გერმანიის რექტორთა კონფერენციის (HRK) განცხადებას, რომელიც საქართველოში აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის დაცვისკენ მოუწოდებს.
🟥ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის უნივერსიტეტში შეშფოთებით ვაკვირდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპული აკადემიური საზოგადოების მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს ინსტიტუცია ერთგულია მაღალი დონის კვლევის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და აკადემიური თვითმმართველობის პრინციპების, ღირებულებების, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი თანამშრომლობა.
🟥აკადემიური თავისუფლება და ინსტიტუციური ავტონომია მდგრადი კვლევითი პარტნიორობისა და ევროპის უმაღლესი განათლების განვითარების აუცილებელი საფუძველია. ნებისმიერი სტრუქტურული გადაწყვეტილება, რომელიც ამ პრინციპებს მნიშვნელოვნად ზღუდავს, საფრთხეს უქმნის ჩამოყალიბებულ აკადემიურ თანამშრომლობას.
🟥ჩვენი აკადემიური პარტნიორობიდან გამომდინარე და საერთაშორისო მხარდაჭერის თხოვნის პასუხად დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის უნივერსიტეტი სოლიდარობას უცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებს, სტუდენტებსა და თანამშრომლებს. მზად ვართ, განვაგრძოთ და გავაძლიეროთ თანამშრომლობა იმ პირობით, რომ აკადემიური თავისუფლება და ინსტიტუციური ავტონომია იქნება დაცული.
პატივისცემით,
პროფ. დოქტ. ჰეიდრუნ დორგელოჰ უნივერსიტეტის კულტურისა და საერთაშორისო ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი უფ გრაბერი საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელი, დიუსელდორფი, 4 მარტი, 2026 წელი“, – ნათქვამია დიუსელდორფის უნივერსიტეტის მხარდაჭერის წერილში.
🔻 ირაკლი ფლობს დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრისა ( 2005 წელი) და სამართლის დოქტორის ხარისხებს (2006 წელი).

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)