“ის 12 წლის გოგონასთან კომუნიკაციას არ უარყოფს” – რა არის ცნობილი “ორხეველ მანიაკად” წოდებულ აზალაძეზე, რომელიც ციხიდან ვადაზე ადრე გამოვიდა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ “ორ­ხე­ვე­ლი მა­ნი­ა­კის” სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი მი­ხე­ილ აზა­ლა­ძე, რო­მელ­საც სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და მის­ჯი­ლი, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულ­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი გორ­ში არას­რულ­წლოვ­ნის(12 წლის გო­გო­ნა) ადევ­ნე­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს.

მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და უკვე.

  • რო­გორც AMBEBI.GE-ს აზა­ლა­ძის ად­ვო­კა­ტი უყ­ვე­ბა, ბრალ­დე­ბულ­მა არ უარ­ყო არას­რულ­წლო­ვან­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, თუმ­ცა ადევ­ნე­ბის ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს.

“ამ დრო­ის­თვის გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რედ­გი­ნა ბრა­ლი, სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგე­ნა უკვე იყო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე და პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს ერთი მუხ­ლით – სსკ-ის 151 პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით, რაც ადევ­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ბრალ­დე­ბულს, ამ­ბობს რომ აღ­ნიშ­ნულ პირ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­და, კო­მუ­ნი­კა­ცი­ას არ უარ­ჰყოფს, თუმ­ცა “ადევ­ნე­ბის” ფორ­მუ­ლი­რე­ბას არ ეთან­ხმე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ოფი­ცი­ა­ლუ­რად წარ­დგე­ნილ ბრალს უარ­ყოფს. მისი თქმით, პირ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იყო, მაგ­რამ ეს არ იყო ადევ­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა ჩა­ნიშ­ნუ­ლია აპ­რი­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში”, – გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა და­ვით ჯა­ლალ­მა, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ აზა­ლა­ძეს სა­ხა­ზი­ნო წე­სით იცავს.

ცნო­ბი­ლია, რომ 19 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ აზა­ლა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ნინო ჩახ­ნაშ­ვი­ლის კო­ლე­გი­ამ მი­ი­ღო

აზა­ლა­ძის უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ქრო­ნი­კა

“ორ­ხე­ვე­ლი მა­ნი­ა­კი” წლე­ბის წინ აზა­ლა­ძეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა შე­არ­ქვეს. ის არ­ნა­ხუ­ლი სი­სას­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. პირ­ვე­ლად ცი­ხე­ში 2004 წლის მარ­ტში მოხ­ვდა სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის, გია ბრი­ტუ­ლი­ჩის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით. ბრი­ტუ­ლი­ჩის ცხე­და­რი მკვლე­ლის სახ­ლში, თბი­ლის­ში, ჩანტლა­ძის ქუ­ჩა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის მსხვერ­პლს ჯერ არ­ყით გა­უ­მას­პინ­ძლდა, შემ­დეგ კი ყელი გა­მოს­ჭრა. ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ აზა­ლა­ძემ პო­ლი­ცი­ას მას შემ­დეგ აც­ნო­ბა, რაც “გვა­მის სუნ­მა შე­ა­წუ­ხა”. პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ აზა­ლა­ძეს რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, თუმ­ცა ად­ვო­კა­ტებ­მა გა­ნა­ჩე­ნი სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რეს – აზა­ლა­ძე ამას ვერ ჩა­ი­დენ­და, მარ­ჯვე­ნა ხელ­ზე არც ერთი თითი არა აქ­ვსო. ად­ვო­კა­ტის პო­ზი­ცია ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­თაც გამ­ყარ­და. დას­კვნა­ში ეწე­რა, რომ ის და­ნას ხელ­ში ვერ და­ი­ჭერ­და. სა­ბო­ლო­ოდ სა­სა­მარ­თლომ დაც­ვის პო­ზი­ცია გა­ი­ზი­ა­რა და აზა­ლა­ძე გა­ა­მარ­თლა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან გვა­მი მის ბი­ნა­ში აღ­მოჩ­ნდა, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს და პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი აკ­მა­რეს.

ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა აზა­ლა­ძემ ნავ­თლუ­ღის ბა­ზარ­ში ვაშ­ლით ვაჭ­რო­ბა და­ი­წყო. პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, 2008 წლის 25 მარ­ტის სა­ღა­მოს ის მე­გობ­რის შვილს, ვა­სი­კო მე­ცხვა­რიშ­ვილს შეხ­ვდა, შინ მი­ი­პა­ტი­ჟა და არ­ყით გა­უ­მას­პინ­ძლდა. მერე რა­ღა­ცა­ზე აუ­შარ­და და მოკ­ლა. აზა­ლა­ძემ და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით მე­ცხვა­რიშ­ვილს თავი და მკლა­ვე­ბი მო­აჭ­რა, სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი პარკში ჩადო და ნაგ­ვის ურ­ნა­ში ჩა­ყა­რა, ტანი კი დი­ლა­ად­რი­ა­ნად კორ­პუ­სის წინ ჩა­ი­ტა­ნა, ზედ საწ­ვა­ვი გა­და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და, თვი­თონ სახ­ლში დაბ­რუნ­და, იქა­უ­რო­ბა მო­ა­წეს­რი­გა და მშვი­დად და­ი­ძი­ნა. დი­ლის 9 სა­ათ­ზე სახ­ლი­დან გა­სუ­ლი აზა­ლა­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თბი­ლის­ში, რუს­თა­ველ­ზე და­ა­კა­ვეს. მა­შინ მი­ხე­ილ აზა­ლა­ძე 109-ე მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლეს და სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

გარ­დაც­ვლი­ლის ძმა, ტრის­ტან მე­ცხვა­რიშ­ვი­ლი თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში ჰყვე­ბო­და: “ვიც­ნობ­დი აზა­ლა­ძეს და ვი­ცო­დი, რომ მას მა­ნი­ა­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და. მარ­თა­ლია, მარ­ჯვე­ნა ხელ­ზე თი­თე­ბი არა აქვს, მაგ­რამ ამ ხელს ის ძა­ლი­ან კარ­გად ხმა­რობს. ჩემი თვა­ლით მი­ნა­ხავს, სწო­რედ იმ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხე­ლით და­ნას რო­გორ ხმა­რობ­და. ცი­ხი­დან პირ­ვე­ლი ვა­სი­კო გა­მო­ვი­და, აზა­ლა­ძე იქ დარ­ჩა, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით 6-8 თვის შემ­დეგ, როცა ისიც გა­მო­ვი­და, ჩემს ძმას გორ­ში ჩა­მო­ა­კი­თხა. სახ­ლში ვა­ქე­ი­ფეთ და სამი დღე ჩვენ­თან დარ­ჩა. ამის შემ­დეგ ისი­ნი თბი­ლის­ში წა­მო­ვიდ­ნენ და ნავ­თლუ­ღის ბა­ზარ­ში ვაჭ­რობ­დნენ. მათ­თან ერ­თად ვაჭ­რობ­და ვი­ღაც ვა­ხოც, თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც აზა­ლა­ძემ სა­კუ­თარ ძმას ფული მოჰ­პა­რა, ვახო და ვა­სი­კო მას ჩა­მოს­ცილ­დნენ. იფიქ­რეს, ძმას ფულს ჰპა­რავს და არც ჩვენ დაგ­ვინ­დობ­სო”..ნა­ხეთ “კვი­რის პა­ლიტ­რის” სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლა “ორ­ხე­ვე­ლი მა­ნი­ა­კის” შე­სა­ხებ