ფორმალურად მაინც მოეძებნათ არა “ნაცმოძრაობის” ადამიანები, გვარამია არის ერთ-ერთი იდეოლოგი “ნაცმოძრაობის”, არ შეცვლილა საერთოდ ეს ადამიანი – გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკური დისკუსიის თემაა ს განცხადება – მმართველ გუნდში გვარამიას ენმ-სგან დისტანცირების არ სჯერათ და აცხადებენ, რომ მათი გეგმაა ვითომ მესამე ძალის შექმნა და არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვაა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სააკაშვილი თუ გვარამია – ამით არაფერი იცვლება, შედეგი იდენტური დადგება.
“ძალიან მდაბიო შეთავაზება არის ქართული საზოგადოებისთვის. სააკაშვილი, გვარამია თუ ხაზარაძე – ეს დაახლოებით იგივეა, ადამიანს სიკვდილის დასჯის ფორმა რომ შესთავაზო – ჩამოხრჩობა, დახვრეტა ან დენის სკამზე ჩამოჯდომა აირჩიეო, შედეგი დგება ერთი და იგივე. შესაბამისად, საქართველოში 1000 კაცი რომ გამოკითხო, ერთიც კი ვერ იტყვის იმას, რომ სააკაშვილი და გვარამია პოლიტიკურად რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. რა თქმა უნდა, ამას არავინ არ დაიჯერებს.
ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, “ხალხის ძალა”, რომ მათ პატრონებს აქვთ გეგმა, რომ თითქოს ახლა განშტოება გააკეთონ, 5 ნომრის გარდა კიდევ იყოს ვითომ მესამე ძალა და გადაალახინონ 5%-იანი ბარიერი, ეს უკვე არის გაშიფრული. ფორმალურად მაინც მოეძებნათ არა “ნაცმოძრაობის” ადამიანები, კუდები კი ექნებოდათ. გვარამია არის ერთ-ერთი იდეოლოგი “ნაცმოძრაობის” და არ შეცვლილა საერთოდ ეს ადამიანი. შესაბამისად, ამბობს ახლა, რომ იქნება ვითომ მესამე ძალა, რომლისაც არავის არ სჯერა”, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, მ გუშინ კლინიკა “ვივამედიდან” გამოსვლის შემდეგ მედიასთან საუბარში მიანიშნა, რომ მისი კონკურენტია. გვარამიამ საკუთარი პარტიის პრეზენტაცია თებერვლისთვის დაანონსა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ევროინტეგრაცია ,,დე ფაქტო” ცალმხრივად შეჩერდა ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის განცხადებით, შესაბამისად, რადიკალური აქციები დეზინფორმაციას ეფუძნებოდა – მეექვსე დღეა, ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს შეკითხვას, რატომ შეიყვანეს საზოგადოება შეცდომაში

ზაზა შათირიშვილი Ipsos-ის კვლევაზე: დღევანდელ, უმძიმეს მოცემულობამდე, ევროკავშირი წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა, სავსებით შეგნებულად და მიზანმიმართულად. ოლიგარქიულმა ოჯახებმა როგორც ევროკავშირის მმართველობაში, ასევე წამყვანი ქვეყნების მთავრობებში დანიშნული საკუთარი აგენტურის ხელით ევროპა გაკოტრების პირას მიიყვანეს

დღეს ევროკავშირს, ცალკეული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას, ცალკეულ ინსტიტუციებს, მედიას – ყველაფერს, ოლიგარქიული ოჯახები აკონტროლებენ, მათ შორისაა კვლევითი ორგანიზაცია Ipsos-იც, რომელიც პირდაპირ ოჯახების კუთვნილებაში არსებული გიგანტის, Blackrock-ის საკუთრებაა