GWP-მ სემეკს და რუსთავის მერს 2024 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა

კომპანია GWP-მ, სემეკს და რუსთავის მერს 2024 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა.

რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, პროექტი, კომპანიამ 2023 წლის დასაწყისში, რუსთავის მერიის მოთხოვნით და სემეკის გადაწყვეტილებით დაიწყო.

გასული წლის განმავლობაში, GWP-მ ქალაქში შემომავალი მაგისტრალური წყალსადენის და ქალაქის შიდა ქსელების გასაახლებლად, 30 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განახორციელა.
რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ქალაქი წყალთან დაკავშირებული პრობლემები უნდა მოგვარდეს.
“2024 წლის მთავარი გეგმები, ის პროექტები, რომლის განხორციელებითაც რუსთავში ამ გამოწვევის დაძლევას შევძლებთ შევძლებთ. ერთად გავიაროთ, მუნიციპალიტეტთან ერთად ვიმსჯელოთ, ჩვენ საზედამხედველო ნაწილში ისევ გავაგრძელებთ აქტიურად ჩართვას, რომ რაც შეიძლება სწრაფად , იმ ვადებში განხორციელდეს პროექტები, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე იქნება დათქმული “, – განაცხადა მ.
საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, საქმიანობის შესრულების პროცესში კომისია მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს, რათა დროულად დასრულდეს პროექტი.
“კომისია მუდმივ მონიტორინგს გააგრძელებს საქმიანობის შესრულების ნაწილში, რათა დავრწმუნდეთ, რომ თანხა, რომელიც ჩვენ ტარიფში ავსახეთ და დავუმტკიცეთ საინვესტიციო პროექტები კომპანიას, ეს პროექტები მიმდინარეობს მიზნობრივად და შესაბამისი წესების დაცვით. მომხმარებლის კმაყოფილება უნდა გამოიწვიოს, ანუ უნდა შემცირდეს წყლის წყვეტა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ