1987 წლის შემდეგ პირველად, ფინეთი საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების აკრძალვას აუქმებს | ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა განაცხადა. მისი თქმით, ინიციატივის მიზანი NATO-ს ფარგლებში თავდაცვის გაძლიერებაა
„ეს შესწორება აუცილებელია ალიანსის ფარგლებში ფინეთის სამხედრო თავდაცვის უზრუნველსაყოფად და NATO-ს შეკავებისა და კოლექტიური თავდაცვის პოტენციალის სრულად გამოსაყენებლად“ | განაცხადა მან
ცნობილია, რომ აღნიშნული ცვლილება პარლამენტს წარედგინება. მეზობელი შვედეთი, დანია და ნორვეგია დიდი ხანია ატარებენ მშვიდობიან პერიოდში საკუთარ ტერიტორიებზე ბირთვული იარაღის განთავსების საწინააღმდეგო პოლიტიკას, თუმცა მათ არ აქვთ საკანონმდებლო აკრძალვები ომის პერიოდისთვის. ცივი ომის პერიოდში ფინეთი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, ხოლო 2023 წელს ქვეყანა NATO-ს სამხედრო ალიანსს შეუერთდა, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ