დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობისთვის 15 წლის მოზარდია დაკავებული – სოფელ ამამლოში საზარელი დანაშაულის მიზეზად, ფულთან დაკავშირებული უთანხმოება სახელდება

დღეს დმანისის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. მკვლელობისთვის დაკავებულია 15 წლის გუსეინ ნასიბოვი.
კონფლიქტი მეზობლებს შორის ფულთან დაკავშირებული ხუმრობით დაიწყო. “კურიერს” სოფელში უყვებიან, რომ ინციდენტის ამოწურვის შემდეგ მხარეები სახლებში წავიდნენ. მოგვიანებით ელვინ გუსეინოვს დაურეკეს და შერიგების მიზნით სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაიბარეს. ადგილზე მისულს კი, გულის არეში რკინის ბასრი საგნით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.
საზარელ დანაშაულს არაერთი მოწმე ჰყავს. მათ შორის მოკლულის მეგობარიც, რომელიც ელვინ გუსეინოვს საქმის სისხლიანი გარჩევის დროს თან ახლდა. სწორედ მან გამოიძახა სასწრაფო დახმარებაც და მან შეატყობინა მოკლულის ოჯახს მომხდარის შესახებ.
უმძიმესი დანაშაულის ჩადენის შემდეგ გუსეინ ნასიბოვი მიიმალა. ის ჯერ სახლში მივიდა, შემდეგ კი ტყეში დაიმალა, თუმცა ის სამართალდამცველებმა მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დღეს ბრალდებული მოზარდის ოჯახის წევრები სოფელში აღარ არიან. ისინი იქ არსებულ მძიმე სიტუაციას გაერიდნენ. მათ სახლს კი, სამართალდამცავები იცავენ.
გუსეინ ნასიბოვს ბრალი სავარაუდოდ ხვალ დაუზუსტდება. განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიება გრძელდება და რადგან სისხლიან გარჩევაში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, არ არის გამორიცხული უახლოეს დღეებში დამნაშავე პირთა წრე გაიზარდოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ