ირანი ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ ირანის მიერ ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა უარყო.

„ჩვენ თავს არ ვესხმით მეზობელ ქვეყნებს. ამ ინციდენტის შესახებ თქვენგან გავიგე. უნდა გამოვიკვლიო ის, ამ ინფორმაციის წყარო და კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ირანის პოლიტიკა მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმას არ ითვალისწინებს.

„ირანის პოლიტიკა არ ითვალისწინებს მეზობელი ქვეყნების მიზანში ამოღებას, ან მათზე თავდასხმას, თუკი იქ ჩვენი მოწინააღმდეგეების, კერძოდ სიონისტური რეჟიმისა და შეერთებული შტატების ბაზები არ არის აქტიური და არ გამოიყენება იმისთვის, რომ თავს დაესხან უდანაშაულო ხალხს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. თავიდანვე ვაცხადებდით, რომ თუ რეგიონში არსებული ბაზები ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენება, ჩვენ მათ მიზანში ამოვიღებთ“, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ვხედავთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ასეთ ნიუსს, სან-ფრანცისკოში, ქართული ინოვაციების ჰაბი გაიხსნაო. უკაცრავად, ნუთუ მართლა?! ნუთუ ამერიკა კარგია? ნუთუ ამისთვის არ ვართ უკვე მეორე წელია ქუჩაში…

სიმონ ჯანაშია: დღეს ეს ადამიანი, ქვემო ქართლს და შიდა ქართლს რომ ვერ ასხვავებს და ამ დროს სუვერენიტეტზე რომ ლაპარაკობს, მთელი გადაცემა თავს ესხმოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მასწავლებელს… (ვიდეო)