რა ხდება ირანში: შეშინებული მოსახლეობა, “გაფრენილი” ფასები და გაქცევა თეირანიდან – “საპროტესტო აქციებს მაინც გავმართავთ”

ირანში დაძაბული საომარი ვითარების პარალელურად, ცუდ ვითარებაში აღმოჩნდა მშვიდობიანი მოსახლეობა. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანში მოქალაქეები შეშინებულები არიან, ქვეყანაში არსებული ვითარებით. როგორც ისინი აღნიშნავენ, საომარმა მოქმედებამ გააძვირა წვდომა ინტერნეტზე და სურსათზე.

„ჩვენთვის აუცილებელია პროდუქტების მომარაგება, რადგან არ ვიცით, ეს მდგომარეობა რამდენ ხანს გაგრძელდება. გვეშინია, რომ თუ ამას არ გავაკეთებთ, პირველადი აუცილებელი ნივთების გარეშე დავრჩებით“, – ამბობს თეირანის მაცხოვრებელი BBC-ისთან საუბრისას.

როგორც ცნობილია, ირანში ფასები ბოლო კონფლიქტის დაწყებამდეც საგრძნობლად გაიზარდა, რაც საერთაშორისო სანქციებმა გამოიწვია, ამას კი 2025 წელს საზოგადოების დიდი პროტესტი მოჰყვა.

საჰაერო დარტყმები

BBC-ისთან საუბრისას მოქალაქეებმა, რომელთაც შეძლეს ცოტა ხნით ინტერნეტში შესვლა, აღნიშნეს, რომ ისრაელისა და -ის დარტყმებმა კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება. როგორც ცნობილია, უცხოელი ჟურნალისტებისთვის რთულია ირანში ჩასვლა და მუშაობა, ახლა კი ინტერნეტის შეზღუდვამ სიტუაცია უფრო გაართულა, რადგან გართულდა ინფორმაციის მოპოვებაც.

ერთ-ერთი მოქალაქე აღნიშნავს, რომ შაბათს, ვითარების გაუარესების შემდეგ, სურსათზე ფასები მკვეთრად გაიზარდა.

„ახლახან შევამოწმე, რომ ბრინჯი 625 თუმანი ღირს, ომამდე კი 530 თუმანი ღირდა“.

26 წლის ომიდი, რომელიც თეირანის მაცხოვრებელია, აღნიშნავს: „ხალხი დარდობს, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს სიტუაცია“.

„ვფიქრობდი, რომ ისინი დარტყმას მხოლოდ რამდენიმე ჩინოვნიკზე გააკეთებდნენ, როგორიც იყო ხამენეი, შემდეგ კი ყველაფერი დასრულდებოდა.“ – როგორც მან აღნიშნა, დაძაბული ვითარების გამო მაღაზიების ნაწილი დაკეტილია.

„ქუჩები დაიცალა, ახლა ქუჩებში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან. ზოგიერთი მაღაზია დაიკეტა, დაიხურა ის მაღაზიები, რომელიც დაზიანებულ უბნებშია“ – აღნიშნავს ომიდი.

თეირანიდან გაქცევა

თეირანის ზოგიერთი მაცხოვრებელი კი აღნიშნავს, რომ დაბომბვები ორშაბათსა და სამშაბათსაც იყო. მარიამი, რომელიც თეირანში ცხოვრობს, ჰყვება, რომ საკუთარი თვალით ნახა, როგორ მიიტანეს სარაკეტო იერიშები ერთ-ერთ ობიექტზე. მოსახლეობის ნაწილმა, საშიშროების გამო დატოვა თეირანი, მარიამი კი ისევ ქალაქში რჩება:

„ზოგიერთმა დატოვა თეირანი, ჩვენ კი სახლში ვრჩებით. თუ არ მოგვკლეს, აქ იქამდე დავრჩებით, ვიდრე ქუჩებში საპროტესტო ხმა ისმის, შემდეგ კი ოჯახთან ერთად მეც შევუერთდები პროტესტს. მიხარია, რომ ეს ჩინოვნიკები მოექცნენ სამიზნეში, ჩვენ იქამდე გავუძლებთ, სანამ ისინი – ყველანი არ გაქრებიან“ – აღნიშნავს მარიამი BBC-სთან საუბრისას. წყარო