სამეგრელოში კაცი დაჭრეს

მარტვილის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს – 37 წლის მამაკაცს დაზიანებები დანით აქვს მიყენებული.

“პირელების” ინფორმაციით, დაჭრილი “კრისტალ ბანკის” თანამშრომელია.

როგორც -ს იუწყება, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის გამოყენებით 1988 წელს დაბადებული ლ.გ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი პირი, 1988 წელს დაბადებული ლ.გ.  შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.გ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ყველა ეპოქის, ყველა თაობის „ნაცი“ გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ყველა დროის „ნაციონალური მოძრაობა“ – გარე ძალები ცდილობენ, „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ გამინჯონ „ნაციონალური მოძრაობისგან“