ისრაელის ელჩი – განვითარებული მოვლენების ფონზე, მაქვს სურვილი, შევხვდე ოფიციალურ პირებს საქართველოს მთავრობიდან

განვითარებული მოვლენების ფონზე, მაქვს სურვილი, შევხვდე ოფიციალურ პირებს საქართველოს მთავრობიდან, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ განაცხადა.

ელჩი იმედოვნებს, რომ შეხვედრა მალე მოხდება.

„ახლა რამდენიმე ათასი ისრაელელი იმყოფება საქართველოში, მათ მოსწონთ აქ ყოფნა. დარწმუნებული ვარ, ძალიან შეშფოთებულები არიან იმით, რაც მათ სამშობლოში ხდება, მაგრამ ახლა ისრაელის ცა დაკეტილია და როცა ფრენები აღდგება, ჩვენ მათზე ვიზრუნებთ, ისრაელში არიან საქართველოს მოქალაქეები და მინდა, მათ იცოდნენ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს ვიცავთ, არამედ ყველას ვინც ისრაელშია. ჩვენ ვეკონტაქტებით თელ-ავივში საქართველოს საელჩოს და მათაც აქვთ კომუნიკაცია იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. თუ რაიმე დასჭირდებათ, ისინი დახმარებას მაქსიმალურად მიიღებენ. განვითარებული მოვლენების ფონზე, მაქვს სურვილი, შევხვდე ოფიციალურ პირებს საქართველოს მთავრობიდან. ამ დრომდე მათ არ შევხვედრივარ, იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება“, – აცხადებს „ფორმულასთან“ საქართველოში ისრაელის ელჩი.

ასევე დაგაინტერესებთ