მიხეილ სარჯველაძე – როცა გლობალური შემფასებელი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს წარმატება და გიგაური და მასთან დაკავშირებული ამფსონები ბრძანებენ, რომ დრამატული ვითარებაა კორუფციის მიმართულებით, ვის უნდა ენდოს ამომრჩეველი, გასაგებია

როცა გლობალური შემფასებელი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს წარმატება და გიგაური და მასთან დაკავშირებული ამფსონები ბრძანებენ, რომ დრამატული ვითარებაა კორუფციის მიმართულებით, ვის უნდა ენდოს ამომრჩეველი, გასაგებია, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მ განაცხადა, რითაც კორუფციის აღქმის ინდექსთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
სარჯველაძის თქმით, “ინსინუაციები, სპეკულაციური ინტერპრეტაციები, დამახინჯებული რეალობის გასაღების მცდელობა აქტუალურია ჩვენ ქვეყანაში.”
“ქალბატონი გიგაურის და არამხოლოდ მისი ამ ორგანიზაციაში, პირადი პოზიციები, დამოკიდებულებები და განწყობები ხელისუფლების მიმართ, მგონი მკაფიო არგუმენტია იმასთან დაკავშირებით, რომ მაინც და მაინც სარწმუნოობაზე ვერ ექნება პრეტენზია მათ განცხადებებს, ინფორმაციას და ა.შ. მიუკერძოებელი კვლევები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს წარმატება, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა მონაცემები, რომლითაც ყველა კანდიდატ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს ანტიკორუფციული მიმართულებით საქართველოს, ეს რატომ რჩება შეუმჩნეველი?! ეს არის უცნაური და არასწორი დამოკიდებულება. როცა მიუკერძოებელი არბირტი, გლობალური შემფასებელი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს წარმატება და გიგაური და მასთან დაკავშირებული ამფსონები ბრძანებენ, რომ დრამატული ვითარებაა, ვის უნდა ენდოს ამომრჩეველი, გასაგებია. უნდა ენდოს გლობალურ შეფასებებს. არ არსებობს ავტორიტეტული კვლევა კორუფციის მიმართულებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს არ აქვს წარმატებული პოზიციები,”- განაცხადა სარჯველაძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით, 3 ქულით ნაკლებია.
მათი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავაც რეგიონში წამყვან პოზიციებზეა, მას ასეთი დაბალი ქულა 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: ოღონდ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ოცნებამაც იცის და რა თქმა უნდა ხვალიდან გადაფსიხდება და კაცმა არ იცის კიდევ რა კანონებს მიიღებს და კიდევ რა გზით ეცდება ჩვენს გაჩუმებას