არის ნიშნები, რომ ხამენეი ჩვენთან აღარ არის, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია გაანადგურეს.
„ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ტირანი ჩვენთან აღარ არის“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.
ნეთანიაჰუს ცნობით, დღევანდელი დარტყმების შედეგად ირანის რეჟიმის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი და ირანის ბირთვულ პროგრამაში მონაწილე მაღალი რანგის წევრია ლიკვიდირებული.
„ჩვენ ირანის ტერორისტული რეჟიმის ათასობით სამიზნეზე თავდასხმას გავაგრძელებთ. ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ასევე, ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.
„ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. ეს საქმე თქვენ უნდა დაასრულოთ. თქვენ უნდა დაამხოთ და გაანადგუროთ ეს რეჟიმი“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.




