ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის ესაუბრა და „დაგმო -ისრაელის თავდასხმა“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ცნობით, ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის ესაუბრა და „დაგმო -ისრაელის თავდასხმა“.
„სერგეი ლავროვმა დაგმო აშშ-ისა და ისრაელის არაპროვოცირებული შეიარაღებული თავდასხმა ირანზე, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დარღვევაა და სრულიად უგულებელყოფს მძიმე შედეგებს რეგიონული და გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის“, – აღნიშნა სამინისტრომ.
ლავროვმა ასევე აღნიშნა „რომ მზადაა ხელი შეუწყოს გაეროს უშიშროების საბჭოში მშვიდობიანი გადაწყვეტილებების ძიებას საერთაშორისო სამართლის, ურთიერთპატივისცემისა და ინტერესთა ბალანსის საფუძველზე“.
⭕️ აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დღეს დილით დაიწყეს. ისრაელის მთავრობის განცხადებით, ეს „პრევენციული შეტევაა“. როგორც მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, ირანის მხრიდან არსებობს ბირთვული და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების საფრთხე. ტრამპმა ირანის სარაკეტო უნდუსტრიის სრული განადგურება დაანონსა.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა კი ფართომასშტაბიანი საპასუხო ოპერაცია გამოაცხადა. გავრცელდა ინფორმაცია ირანიდან გაშვებული რაკეტებისა და დრონების შესახებ, თელ-ავივის მახლობლად კი პერიოდულად საჰაერო განგაშის სიგნალი ირთვება. სააგენტო Mehr-ის ცნობით, ირანმა იერიში მიიტანა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ბაჰრეინში, ყატარში, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. რეგიონის ქვეყნებმა ჩაკეტეს საჰაერო სივრცე, ავიაკომპანიებმა კი ფრენები შეაჩერეს.