კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პოზიცია 3 ქულით გაუარესდა – მიზეზები

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ქულით ნაკლებია. ორგანიზაციის თანახმად საქართველოს შედეგის გაუარესება ელიტური კორუფციის მასშტაბების ზრდით არის განპირობებული.
საქართველოს ახალი შეფასება 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად ქვეყანა კორუფციის ნაკლებობით რეგიონში კვლავ პირველ ადგილზე რჩება.
კორუფციის აღქმის ინდექსის კვლევა 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 საუკეთესო, ხოლო 0 ყველაზე დაბალი შედეგია.
საქართველოს შედეგი საუკეთესო 2018 წელს იყო და 58-ს შეადგენდა, მას შემდეგ პანდემიის და სახელმწიფო აპარატის გაუმჭვირვალობის მატებასთან ერთად ჯერ 56 ქულამდე შემცირდა, შემდეგ კი 53-მდე იკლო.
ელიტური კორუფცია და სახელმწიფოს მიტაცება – მთავარი გამოწვევა:
“საქართველოში კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება, რაც მიუთითებს უფრო ღრმა სისტემურ პრობლემებზე – ძალაუფლების კონცენტრაციაზე და ელიტების მკაფიო გავლენაზე სახელმწიფო ინსტიტუციებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე.