ბათუმის ცენტრალურ პარკში 2022 წელს დადგმული ქვის სკამებს ხის სკამებით ანაცვლებენ.
თავის დროზე სკამების განთავსებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა – მოქალაქეების თქმით, ისინი მოსვენებისთვის არაკომფორტული იყო.
2022 წელს, ქვის სკამების შესაძენად ბათუმის ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.




