დონალდ ტრამპი: უკმაყოფილო ვარ იმით, თუ როგორ აწარმოებენ მოლაპარაკებებს

ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიმიღია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. უკმაყოფილო ვარ იმით, თუ როგორ აწარმოებენ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, „შეიძლება ირანში რეჟიმის ცვლილება მოხდეს, ან არ მოხდეს“.

ტრამპის ცნობით, ირანთან დაკავშირებით დღეს ვაშინგტონში მოლაპარაკებები გაიმართება.

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ომანის საგარეო საქმეთა მინისტრ საიდ ბადრ ალბუსაიდისთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის