თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება – მისამართები და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.
გლდანის რაიონი – ზაჰესი, გრიგოლ ხანძთელის ქ. N1-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 03:15-დან 16:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: მანაგაძის ბიჭვინთის და ხანძთელის ქუჩებს.
ნაძალადევის რაიონი – დღეს, 30/01 ჩხიკვაძის ქ. N28-თან ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება. წყალი შეგიწყდებათ 30/01 11:00სთ-დან 30/01 21:00სთ-მდე: ჩხიკვაძის, ურიდიას, ქუბურიას, წრომის, წაღვერის და მესხის N 2-N 82(ლუწებს) ქუჩებს.
სამგორის რაიონი – წყალი შეგიწყდათ ავარიულად, ვიქტორ კუპრაძის ქ.N35-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 21:00 საათზე ოჯალეშის, სადგერის, ჩხენკელის, რწმენის, შერვაშიძის და კოტეტიშვილის ქუჩებზე.
საბურთალოს რაიონი – მუხრან მაჭავარიანის ქ.N19-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით წყლის მიწოდება შეგიწყდებათ 09:15-დან 21:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: საბურთალოს: რაიონი მუხრან მაჭავარიანის, ოსეთის, ბერიტაშვილის ქუჩებს. ვაკის რაიონი: ამაშუკელის, მერი დავითაშვილის, ვარდენ წულუკიძის, გაზაფხულის და ნუცუბიძის N77 ქუჩებს, ნუცუბიძის 3 მ/რ 1 კვ. N4, 5, 6, 7, 8, 15, 16.
ნაძალადევის რაიონი – ქსნის ქ.N14-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით წყლის მიწოდება შეგიწყდებათ 09:30-დან 21:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება:
ქსნის ქუჩას სრულად.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა