რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ტრანსპორტისთვისაც გაუქმდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დღეიდან რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა.
“ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რიკოთის არსებული (ძველი) გზის 149 კმ-თან მოეწყო შემოსავლელი გზა, რომელზეც გადაერთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 იანვრიდან რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში,” – ნათქვამია განცხადებაში.
სპეციალური რეჟიმი რიკოთის საავტომობილო გზაზე 2023 წლის აპრილიდან მოქმედებდა. მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს გზაზე მიწა-კლდის შვავი ჩავიდა. 12 ოქტომბერს გაუქმდა მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა