შვედეთმა რუსული დრონი შეაჩერა, რომელიც ფრანგულ ავიამზიდს უახლოვდებოდა

შვედეთმა რადიო-ელექტრონული ბრძოლის იარაღი გამოიყენა სავარაუდოდ რუსული დრონის წინააღმდეგ, რომელიც მალმოს პორტში გაჩერებულ ფრანგული ავიამზიდ Charles de Gaulle-ის მიმართულებით მიფრინავდა.

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პალ იონსონმა დაადასტურა, რომ სავარაუდოდ რუსულმა დრონმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და მიანიშნა, რომ ინციდენტი შესაძლოა ერესუნის სრუტეში, დანიასა და შვედეთს შორის რუსული სამხედრო გემის ყოფნასთან იყოს დაკავშირებული.

“შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა დრონის ჩახშობაში სწრაფად და გადამწყვეტად იმოქმედეს” – განაცხადა იონსონმა. ამის შემდეგ დრონთან კავშირი დაიკარგა და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა უცნობია.

Charles de Gaulle მალმიოში 24 თებერვალს ჩრდილო ატლანტიკაში მიმდინარე Lafayette 26-ის წვრთნების ფარგლებში ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე – უცხოეთში შეგიმჩნევიათ კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რასაკვირველია, ეს უცნაურობაა – რეგულირებას რაც შეეხება, ეს შეიძლება, თუმცა დაფიქრება გვმართებს

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”